სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

15:27 | 3.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

ყატარში მაგარი თამაშები გველოდება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ყატარში გასამართი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის კენჭისყრამ ასე მოსაწყენად და ნაკლები აჟიოტაჟის ქვეშ ალბათ პირველად ჩაიარა. ცხადია, ამ კენჭისყრასაც ყავდა შედეგებით კმაყოფილი და უკმაყოფილო მონაწილეები, მაგრამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მაინც რუსეთის მიერ უკრაინაში დატრიალებულ უბედურებაზე იყო მიმართული და ერთგვარად ცოტა უხერხულიც კი იყო ზედმეტი წიოკი და ხელების ქნევა.

რა თქმა უნდა ყველას გვახარებს, რომ რუსეთის ნაკრები ფლეი-ოფებიდან მოიხსნა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს არაა ბოლომდე საკმარისი და რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო თუნდაც საფეხბურთო კუთხით (სხვა მხრივ რომ არაფერი ვთქვათ) ისე უნდა დაისაჯოს, რომ კარგა ხნის მანძილზე რუსი გულშემატკივრები “ვორონეჟი“-“ურალზე“ უკეთეს ფეხბურთს ვერც სტადიონზე უყურებდნენ და ვერც ტელევიზორში. ამ ყველაფრის ფონზე განსაკუთრებით გულსატკენია მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს რბილად რომ ვთქვათ უცნაური გადაწყვეტილება სამუშაო ენად რუსულის დამატებასთან დაკავშირებით. თუმცა ენას კიდევ ავიტანთ. მთავარია ის ვნახოთ, ამ ენაზე რა იმეტყველება და რა იქადაგება.

დავუბრუნდეთ ისევ მსოფლიოს ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ წელს მუნდიალი უცნაურ ადგილზე და უცნაურ დროს გაიმართება, ფაქტია, რომ ჯგუფურ ეტაპზევე გველოდება ძალიან მაგარი შეხვედრები, რაც უმთავრეს საფეხბურთო ტურნირს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. პირველყოვლისა ესპანეთისა და გერმანიის შეხვედრა უნდა გამოვყოთ, რომელიც ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ დროს მთავარი მატჩი იქნება და თუკი F ჯგუფიდან გამსვლელი გაირკვევა, ხომ მით უმეტეს.

დარწმუნებული ვარ სასწაული რამ იქნება ბელგიისა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრა. მიუხედავადიმისა, რომ არც ერთ ამ გუნდს არ უწინასწარმეტყველებენ ჩემპიონობას, ბოლო წლები ორივეს ნამეტანი მოუმრავლდა ქომაგი და მათთვის ჩემპიონატის მთავარი მატჩი შეიძლება სწორედ ეს იყოს. აუცილებლად გამოსაყოფია უძველესი და უპრინციპულესი მეტოქეების - აშშ-სა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ნაკრებთა შეხვედრა, რომელიც ცხადია პოლიტიკურ ეფექტსაც ატარებს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ გუნდების ბოლო სამუნდიალო შეხვედრა 1998 წელსლეგენდარული ალი დაეის ძალმოსილებით ირანმა მოიგო, აუცილებლად დიდ და ისტორიულ ჯახს უნდა ველოდოთ.

არ გამოგვრჩეს არგენტინისა და მექსიკის მუდამ კარგი გუნდების სავარაუდოდ თვალსაამო შეხვედრა.ბრაზილია-შვეიცარიაც არ უნდა იყოს ურიგო მატჩი. მოგეხსენებათ, როდესაც ორივე გუნდი გამტანია, ნეიტრალურ ქომაგს მეტი არც არაფერი უნდა. სამხრეთ-ამერიკულ-ევროპული ჯახებიდან გამოსაყოფია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ურუგვაისა და პორტუგალიის მატჩი. ეს შეხვედრასხვა დროსა და სხვა ეპოქაში შეიძლება მუნდიალის მთავარი მატჩიც კი ყოფილიყო.

კიდევ ბევრი შეხვედრის გამორჩევა შეგვიძლია დაწყებული ინგლისი-აშშ-ით, გაგრძელებული არგენტინა-პოლონეთით და დამთავრებული სენეგალი-ნიდერლანდებით. თუმცა, ჩვენ ასევე გვაინტერესებს (და ყველა ვქომაგობთ) მოახერხებს თუ არა ომში მყოფი უკრაინის ნაკრები ჩემპიონატზე გაღწევას და დაიკავებს თუ არა ადგილს “კუთვნილ“ Bჯგუფში. ღმერთმა ქნას ასეც მოხდეს!

ბლოგის ბოლოს ღმერთი კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო და წავიოცნებო, რომ იქნებ ოდესმე დადგეს დრო, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც ვიხილავთ. ამ საქმეში მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის იმედი თუ გვექნება...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111641
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X