ფეხბურთი

22:40 | 29.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ვერ გავიდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს კარგი შანსი ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე გასულიყო, ამისთვის საკმარისი გახლდათ ელიტ-რაუნდის ბოლო ტურში შოტლანდიასთან არ დამარცხებულიყო.

თუმცა გიორგი ჩიტაურის გუნდმა მასპინძელ შოტლანდიელებთან უშანსოდ, 1:6 წააგო და ჯგუფიდან ვერ გავიდა. სქოთების უპირატესობა ძალიან დიდი იყო და პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყდა, რომელიც მასპინძლებმა 3:0 მოიგეს, ხოლო ნახევარში უპირატესობა გაზარდეს და 6:1.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო.

საქართველო - შოტლანდია 1:6 (0:3)

გოლები: 0:1 კუპერი (9), 0:2 დოაკი (43), 0:3 დოაკი (44), 1:3 ხაჩიძე (47), 1:4 ვილსონი (51), 1:5 ხარჩილავა (61, ა.გ), 1:6 დოაკი (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101724