ფეხბურთი

15:19 | 19.03.2022 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდე ნაკრები შოტლანდიაში მიემგზავრება, სადაც ელიტ რაუნდის მატჩებს ითამაშებს

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, 21 მარტს შოტლანდიაში მიემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდის მატჩებს ჩაატარებს. გიორგი ჩიტაურის გუნდი 23, 26 და 29 მარტს - გერმანიას, ჩეხეთს და ელიტ რაუნდის მასპინძელ - შოტლანდიას დაუპირისპირდება.

17-წლამდელებმა, საკცალიფიკაციო ეტაპის მატჩები უნგრეთში ითამაშეს. ჯგუფში მოპოვებული მეორე ადგილით, ასაკობრივმა ელიტ რაუნდის საგზური მოიპოვა. 2022 წლის 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს, ისრაელი 16 მაისიდან, 1 ივნისამდე უმასპინძლებს.

U17 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ კურტანიძე (საბურთალო), გიორგი ბედიაშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), საბა ხარჩილავა (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (დინამო თბილისი), ალექსნადრე ჩიხაძე (მერანი მარტვილი), გიორგი ტაბატაძე (საბურთალო), დაჩი ლორდქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), თენგო გობეშია (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: თენგო ალიბეგაშვილი (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ლაშა გადილია (დინამო თბილისი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), გივი ხაჩიძე (საბურთალო), დემეტრე ციკოლია (35-ე სკოლა), გიორგი რობაქიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი ფარცვანია (დინამო თბილისი), ლუკა პარკაძე (დინამო თბილისი).

U17 | მატჩების განრიგი

23 მარტი | გერმანია V საქართველო | ელიტ რაუნდი
26 მარტი | ჩეხეთი V საქართველო | ელიტ რაუნდი
29 მარტი | საქართველო V შოტლანდია | ელიტ რაუნდი

NAKREBI.GE

0.118301