საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან რუსეთის ნაკრების მოკვეთის მომხრეა. მან ამის შესახებ განცხადება Le Parisien-თან გააკეთა.
„სხვა ფედერაციების ხელმძღვანელებთან ეს საკითხი არ განმიხილავს. მჯერა, რომ რუსეთმა მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ უნდა ითამაშოს. ზოგადად, ვფიქრობ, რომ სპორტი საჭიროა ხალხის შერიგებისა და დაძაბულობის განსამუხტად, მაგრამ ეს სიტუაცია ძალიან შორს მიდის. განსაკუთრებით, ფეხბურთის სამყარო ვერ დარჩება ნეიტრალური, რა თქმა უნდა, რუსეთის მოკვეთას არ გავაპროტესტებ“, - თქვა ლე გრემ.
შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი თქვეს პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა, მათ შორის, ნეიტრალურ მოედანზეც.