სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:52 | 12.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

უნიკალური „ფუტკარი“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ამ ადამიანის ისტორია მართლაც უნიკალურია. რვა თვის წინათ, ევრო 2020-ის პირველი მატჩის დროს, ფინეთის წინააღმდეგ, დანიის ნაკრების ლიდერს, კრისტიან ერიკსენს, გული გაუჩერდა... ექიმებმა და თანაგუნდელებმა პირველი დახმარება აღმოუჩინეს. შემდეგ ჰოსპოტალში გადაიყვანეს და გულში კარდიო-დეფიბრილატორი ჩაუყენეს. აპარატი, რომელიც გულის მუშაობას აკონტროლებს და საჭირო შემთხვევაში ელექტრონულ იმპულსებს იძლევა.

თითქოს მისთვის კარიერა დამთავრდა. გულში აპარატჩადგმული კაცი ვისღა სჭირდებოდა. მაგრამ 29 წლის კრისტიანი კერკეტი აღმოჩნდა. გასულ პარასკევს პრემიერლიგის „ბრენტფორდტან“ ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი და ორშაბათს უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა. ამას, ცხადია, თვეების განმავლობაში წინ დაუღლელი ინდივიდუალური ვარჯიშები და რეაბილიტაციის კურსი უძღვოდა.

შემთხვევის დროს ნიჭიერი დანიელი „ინტერის“ ფეხბურთელი იყო. მაგრამ იტალიური სერია A-ში დეფიბრილატორით თამაში აკრძალულია. ამისდაკვალად, კლუბმა მოთამაშეს კეთილი საქმე გაუკეთა, კონტრაქტის პირობები შეუცვალა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა. ახლა კრისტიანს უკვე უფასოდ შეეძლო ნებისმიერ კლუბში გადასვლა.

და აი, ისიც გამოჩნდა, ინგლისური „ბრენტფორდი,“ სადაც დიდი დანიური დიასპორაა თავმოყრილი. კლუბში შვიდი დანიელი ფეხბურთელი ირიცხებოდა, ერიკსენი მერვეა. მწვრთნელი, ტომას ფრანკიც, დანიელია და ერიკსენს წლების წინ ჯერ კიდევ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში მოძღვრავდა.

მას ძალიან გაუკვირდა, როცა ერთხელაც კრისტიანმა დაურეკა და თანამშრომლობა შესთავაზა. ტომასმა ამ ამბავს „პატარა სასწაული“ უწოდა. ხუმრობა ხომ არ არის, ასეთი ფეხბურთელის გუნდში აყვანა. მაგრამ მოილაპარაკეს, ათასგვარი სამედიცინო შემოწმებაც წარმატებით გაიარა და უახლოეს ხანში მის დებიუტსაც უნდა ველოდოთ. „ფუტკრებთან“ ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გაფორმებული, სავარაუდო გახანგრძლივების პერსპექტივით.

„ბოლო ნახევარი წელიწადი გულმოდგინედ ვვარჯიშობდი და ექიმების მითითებებსაც პატიოსნად ვასრულებდი. ახლა მგონი, უკეთესად ვგძნობ თავს, ვიდრე იმ შემთხვევამდე. ეგ არის, დიდ ფეხბურთს ჯერჯერობით ვერ ვთამაშობ. ამიტომ, მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა დავუბრუნდე მინდორს.

როდის შედგება ჩემი დებიუტი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. თუმცა მჯერა, რომ ეს მალე მოხდება. ტომასი ხედავს, რომ ყოველდღე უკეთესი ვხდები - ამბობს ერიკსენი BBC Sport-თან საუბარში.

„ბოლო დროს დავინტერსედი დეფიბრილატორის რაობით. ბევრი წავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ არც ისე ცუდი რამ ყოფილა. ეს არის აპარატი, რომელსაც ბევრი ადამიანისთვის შეუძლია სიცოცხლის შენარჩუნება. ანუ ნეგატიური მხარე პოზიტიურით იცვლება. ახლა მინდა შევქმნა პრეცედენტი, დავამტკიცო, რომ დეფიბრილატორითაც შეიძლება მაღალ დონეზე ფეხბუთის თამაში. და საერთოდ, ფიზიკური აქტივობა.

ორშაბათს, პირველ ერთობლივ ვარჯიზე, თანაგუნდელების გაოგნებულ თვალებს ვხედავდი. ვგრძნობდი, რომ ბევრი კითხვა ჰქონდათ ჩემს მიმართ. ცხადია, შემდეგ ვისაუბრეთ და ავუხსენი მათ: გუნდში პენსიონერის სტატუსით არ მოვსულვარ, რაღაც შეღავათები რომ მჭირდებოდეს. პირიქით, ძველი მდგომარეობის დაბრუნებას ვაპირებ და მინდა დავამტკიცო, თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, ცხოვრება არ მთავრდება. ყველაფერი შეიძლება გამოსწორდეს.“ - დასძენს ერიკსენი.

მეტიც, კრისტიანს სჯერა რომ 2022 წლის ზამთარში ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშებს, სადაც დანიის ნაკრები რიხით გავიდა (ათიდან ცხრა შეხვედრა მოიგო შესარჩევ ჯგუფში). თავად ეროვნულ გუნდში 109 მატჩი ჩაუტარებია, მაგრამ გაჩერებას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109211
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X