ფეხბურთი

21:50 | 10.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის თასზე პირველი თამაში მოიგო

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მინსკის თასზე მესამე შეხვედრა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მინსკის საფეხბურთო კლუბის 17-წლამდე გუნდს დაუპირისპირდა და 1:0 აჯობა. გამარჯვების და ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გივი ხაჩიძემ გაიტანა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებისთვის, როგორც ვთქვით, მიმდინარე ტურნირზე ეს პირველი გამარჯვებაა, რადგან მანამდე ისრაელთან და ბელარუსთან ერთნაირი ანგარიშით, 0:3 წააგო.

გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 თებერვალს, უზბეკეთის 17-წლამდე ნაკრებთან გამართავს.

0.151888