მინსკის თასზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და ისრაელის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა.
სოსო კოპალიანის კარში გოლები ავივ იეფეტიმ, ავი ტურჯემანიმ და როი იცხაკმა გაიტანეს. მეტოქემ საქართველოს ნაკრებს აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
გიორგი ჩიტაურის გუნდი მომდევნო მატჩს 9 თებერვალს, ბელარუსის 17-წლამდე ნაკრებთან ჩაატარებს.
საქართველო - ისრაელი 0:3 (0:1)
საქართველო: კოპალიანი - ნარიმანიძე, ხარჩილავა, ბასილაძე (მაღრაძე 61), ციკოლია, კარაევი (პარკაძე 41), ხაჩიძე (რობაქიძე 41), გოგიჩაიშვილი (ჩიხაძე 72), ლორთქიფანიძე, ალიბეგაშვილი, პარკინაშვილი (ცეცხლაძე 72)
გოლები: 0:1 იეფეტი (34), 0:2 ტურჯემანი (45), 0:3 იცხაკი (55)