ფეხბურთი

12:44 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სერია C-დან 17 წლის ფეხბურთელის დამატებას გეგმავს

იტალიური "მილანი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას არა მხოლოდ საკადრო პრობლემების გადასაჭრელად, არამედ კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელებით გაძლიერებას აპირებს. ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა "ჩეზენას" ცენტრალური ნახევარმცველი, ტომაზო ბერტი იყოს.

17 წლის იტალიელმა ფეხბურთელმა თამაში უმაღლეს გუნდში მიმდინარე სეზონში დაიწყო და მალევე როტაციის რეგულარული მოთამაშე გახდა.

მან 2021-2022 წლების სეზონში სერია C-ში 15 მატჩი (456 წუთი) ჩაატარა და ერთ გოლთან ერთად ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. "როსონერის" ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფეხბურთელში 1 მილიონამდე ევროს გადახდას გეგმავს, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. პორტალი Transfermarkt-ის მონაცემებით კი ფეხბურთელის ფასი ამ დროისთვის 500 ათას ევროს შეადგენს.

0.11845