ჩოგბურთი

13:55 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამხრეთაფრიკელთან დამარცხდა

საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა აშშ-ში როკ ჰილის 25-ათასიან ტურნირში ჩაერთო, თუმცა, წარუმატებლობა შეემთხვა.

მე-2 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი სამხრეთაფრიკელ ჩანელ სიმონდსს გაეჯიბრა და 2:6, 7:5, 3:6 დამარცხდა. ცნობისთვის, ეს უკანასკნელი გასული წლის მაისში მსოფლიოს 158-ე ჩოგანი იყო, ახლა კი, რეიტინგში 303-ე ადგილამდეა დაქვეითებული.

სოფოს ჯერაც ჩასატარებელი ჰქონდა წყვილთა შეჯიბრის მატჩი. შაფათავას და პოლონელ იუსტინა იეგიოლკას პირველი განთესვა გააჩნდათ და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ამერიკელებს – ჯესი ენის და ალექსის ნელსონს უნდა გაჯიბრებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, ქართველმა ჩოგბურთელმა ერთეულთა მატჩში ტრავმა მიიღო და წყვილებში ვეღარ ითამაშებს.

0.11459