სხვა

0:20 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის პირველი ჯგუფი პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება.

დღეს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაემგზავრა დელეგაციის პირველი ჯგუფის წევრები - სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი, ადმინისტრაციული პერსონალი- სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია და მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი.

ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან სპორტის სამ სახეობაში 9 სპორტსმენი იასპარეზებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115298