სხვა

1:43 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნორვეგიელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს კოვიდ-ი შეეყარა

ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბარის თხილამურებში, სიმენ გრუეგერს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა. ის ნორვეგიის ბარის თხილამურობის ოლიმპიური გუნდის მეოთხე წევრია, ვინც ვირუსით დაავადდა. უფრო ადრე, კორონავირუსით დაავადება მწვრთნელს და ორ მოთხილამურეს დაუდასტურდა.

ნორვეგიის სათხილამურო სპორტის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ 28 წლის მოთხილამურეს, ვისაც თავისი ორი ოლიმპიური ოქრო პიონჩანში, 30 კილომეტრზე სკაიათლონსა და 4x10 კმ ესტაფეტაში აქვს მოპოვებული, დაავადების სიმპტომები არ აქვს, თუმცა ტესტზე ვირუსი მაინც დაუდასტურდა.

„რა თქმა უნდა, ის თავის ოთახშია იზოლირებული. ის თავს კარგად გრძნობს, დაავადების კვალი არც ეტყობა. რა ტქმა უნდა, სამწუხარო სიტუაციაა“, - ამბობს ნორვეგიის ოლიმპიური გუნდის ექიმი ოეისტეინ ანდერსენი.

ამჟამად ნორვეგიის მოთხილამურეთა გუნდი იტალიაში იმყოფება და ოლიმპიადისთვის მზადების ბოლო ეტაპს გადის.

გრუეგერამდე ვირუსი ქალ მოთხილამურეებს, ჰეიდი ვენგს და ანე კიერსტის შეეყარათ. მათი ბედი მწვრთნელმა არილდ მონსენმაც გაიზიარა. ამის გამო, გუნდმა პეკინში გამგზავრება გადადო.

0.119015