ფეხბურთი

23:30 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: შოთა არველაძე "ჰალ სიტის" მთავარი მწვრთნელია

შოთა არველაძე „ჰალ სიტის“ მთავარია მწვრთნელია - ახლა, უკვე ოფიციალურად. ინგლისურმა კლუბმა ეს ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა.

„ჰალში“ შოთას დანიშვნა კლუბის მფლობელის შეცვლას უკავშირდება. ინგლისური გუნდი თურქმა ბინზესმენმა აჯუნ ილიჯალმა შეიძინა, რომელიც შოთას ძალიან კარგად იცნობს და მთავარ მწვრთნელად მიიწვია. არველაძემ "ჰალთან" 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

48 წლის ქართველი სპეციალისტის ოფიციალური პრეზენტაცია ბრიტანული მედიის ცნობით, 28 იანვარს გაიმართება.

შოთა არველაძეს სამწვრთნელო კარიერაში „ქაისერისპორში“, „ქასიმპაშაში“, „ტრაბზონსპორში“, თელ ავივის „მაკაბისა“ და ტაშკენტის „ფახთაქორში“ უმუშავია, საიდანაც 2020 წლის დეკემბერში წავიდა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

„ჰალ სიტი“ ინგლისის ჩემპიონშიფში 29 ქულით მე-19 ადგილზეა, 24-გუნდიან ჩემპიონატში კი გასავარდნ ზონას 9 ქულითაა დაცილებული. „ჰალ სიტი“ შოთას ხელმძღვანელობით პირველ მატჩს 29 იანვარს, „სუონსისთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109768