სხვა

16:47 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფრირაიდის მსოფლიო ტურის უმაღლესი დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს სვანეთი უმასპინძლებს

2022 წლის 8-12 თებერვალს, პირველად საქართველოს ისტორიაში, სვანეთი ფრირაიდის მსოფლიო ტურის უმაღლესი დონის საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს.

ლოკაციად შეირჩა მესტიის მუნიციპალიტეტი, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტი და მისი მიმდებარე სამთო არეალი. ღონისძიება მოიცავს ორ შეჯიბრს: მცირე - 2 და დიდ - 4 ვარსკვლავიან ფრირაიდ შეჯიბრებს. მცირე შეჯიბრი უზრუნველყოფს ადგილობრივი და დამწყები სპორტსმენების ჩართულობას, ხოლო 4 ვარსკვლავიანი შეჯიბრი - მაღალი რეიტინგის უცხოელი სპორტსმენების მონაწილეობასა და საერთაშორისო გაშუქებას.

შეჯიბრში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 13 იანვარია, რომელიც მიმაგრებულ ბმულზე შეგეძლებათ:

https://www.freerideworldtour.com/.../2022.../registration

შეჯიბრზე დარეგისტრირება შეუძლიათ მოყვარულ ფრირაიდერებს (როგორც ბორდი, ისე თხილამური, ორივე სქესი) როგორც 2, ასევე 4 ვარსკვლავიან შეჯიბრზე. სარეგისტრაციო წესებიდან გამომდინარე, გამომსვლელთა სიის შედგენა დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის დახურვის შემდეგ.

რეგისტრაციის მსურველებს შესაძლებლობა გაქვთ, ინსტრუქციას გაეცნოთ მოცემულ ბმულზე, სადაც განმარტებულია რეგისტრაციის პროცედურები, სარეგისტრაციო ლიცენზიის შესახებ ინფორმაცია, საშეჯიბრო გამომსვლელთა სიის შედგენის პროტოკოლი და სხვა დეტალები:

https://www.freerideworldtour.com/faq

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები მესტიაში: მონაწილეებთან საორგანიზაციო გუნდის შეხვედრები, მესტიის ცენტრში ეკრანზე ფრირაიდის შეჯიბრების სქრინინგი, გამოსამშვიდობებელი საღამო. ძირითადი მხარდამჭერები და განმახორციელებლები, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდი არიან. ღონისძიება ტარდება Freeride World Tour-ის ეგიდით. ტექნიკურ მხარდაჭერას კი უზრუნველყოფენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები: Evolution 2, French Freeride Series, CDA Management და White Rabbit.

მთის კურორტების განვითარების კომპანია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114479