ფეხბურთი

21:52 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ "ბარსელონას" უპასუხა: "4 წელია მატყუებენ, მაგრამ დღეიდან ეს ყველაფერი დასრულდა"

„ბარსელონამ“ უსმან დემბელე ტრანსფერზე ოფიციალურად დააყენა, რაც კლუბის სპორტულმა დირექტორმა დაადასტურა და თქვა, რომ მას შეუძლია სხვა გუნდი ეძებოს.

თუმცა, დემბელემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და ამბობს, რომ ის კლუბის ნაწილია, მხოლოდ თამაშზე ფიქრობს, ხოლო კონტრაქტის საკითხზე მისი აგენტი მუშაობს.

„4 წელია ჩემს თავზე არაფერი წამიკითხავს იმის გარდა, რაც სიმართლე არაა. ჩემზე ჭორები უკვე 4 წელია ვრცელდება. 4 წელია ჩემს მაგივრად ლაპარაკობენ, სამარცხვინოდ იტყუებიან ერთი მიზნით - ჩემთვის ზიანის მოყენება სურთ. ოთხი წელია მივყვები ხაზს, რომ მათ არასდროს ვუპასუხო, თავი საერთოდ არ ვიმართლო. ეს შეცდომა იყო? რა თქმა უნდა.

დღეიდან მორჩა. დღეიდან გულწრფელად ვუპასუხებ ყველაფერს შანტაჟის გარეშე. 24 წლის ვარ და როგორც ნებისმიერ ადამიანს, მეც მაქვს ნაკლოვანებები. გამოვიარე რთული მომენტები, ტრავმები, კორონავირუსმაც ჩემზე იმოქმედა. ოდნავი ვარჯიშის გარეშეც, მწვრთნელს თუ დავჭირდებოდი, ყოველთვის მის განკარგულებაში ვიყავი. კითხვების გარეშე. ვაკეთებდი ამას, რადგან ეს ჩემი ვნებაა. კარგად ვიცი, რომ ჩემი ბედია მსოფლიოში საუკეთესო საქმე ვაკეთო.

გარდა ამისა, ჩემი იმიჯი გამჭვირვალეა. არავის ვუკრძალავ იმის გარკვევას, რომ სპორტულ პროექტში ჩართული არ ვარ, ვუკრძალავ ისეთი რაღაცების წერას, რაც არასდროს ყოფილა და მქონია. კლუბს კონტრაქტით ვეკუთვნი და სრულად ვარ ჩართული კლუბის პროექტში, ხელმისაწვდომი ვარ მწვრთნელისთვის. მე ყველაფერს ვაკეთებდი და ვიღებდი ჩემი თანაგუნდელებისთვის. არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. არ ვარ მატყუარა და მითუმეტეს, ის ადამიანი, ვისაც შანტაჟი სჩვევია.

მოგეხსენებათ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ეს ჩემი აგენტის ტერიტორიაა და ის მიხედავს ყველაფერს. ჩემი საქმე უბრალოდ ფეხბურთის თამაშია, სიხარულის გაზიარება თანაგუნდელებთან და კლუბის ყველა წევრთან. მთავარია, რომ კონცენტრირება გამარჯვებაზე მოვახდინო“, - დაწერა დემბელემ სოციალურ ქსელში.

„ბარსელონა“ ფრანგი შემტევით უკმაყოფილოა, რადგან დემბელეს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურება, რომელსაც არ ახანგრძლივევს და ძალიან მაღალ ხელფასს, 40 მილიონ ევროს ითხოვს. ამიტომაც, ესპანურმა კლუბმა გადაწყვიტა, რომ ფრანგი იანვარშივე გაყიდოს, რომ მისი ტრანსფერისგან გარკვეული ფინანსური მოგება მაინც მიიღოს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „ბარსამ“ დემბელეს სანაცვლოდ „დორტმუნდს“ 185 მილიონი ევრო გადაუხადა.

0.122257