ფეხბურთი

15:20 | 20.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ დემბელეს 31 იანვრამდე გაყიდვას გეგმავს

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კლუბმა ფრანგი თავდამსხმელის, უსმანე დემბელეს გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

„გასაგებია რომ ამ ეტაპზე დემბელეს „ბარსელონაში“ ყოფნა სურს. მაგრამ მას არ უნდა ჩვენი ახალი პროექტის ნაწილი იყოს. ამიტომ, ვუთხარით, რომ დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს. ვვარაუდობთ, უსმანეს 31 იანვრამდე გავყიდით.

წინა დღეებში გავრცელდა ინფომაცია, თითქოს 24 წლის დემბელე არ აპირებს „ბარსელონას“ ახალი პირობების მიღებას, თუმცა ზაფხულამდე მოცდას არჩევს, როცა თავისუფალი აგენტი გახდება.

0.114581