სხვა

22:55 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022 კორონავირუსის ახალ ომიკრონ-შტამს აკვირდება და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მის შესაძლო ზეგავლენას აფასებს

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი კორონავირუსის ახალი ომიკრონ-შტამის გავრცელებას აკვირდება და ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მის შესაძლო ზეგავლენას აფასებს.

„ყურადღებით ვაკვირდებით ომიკრონ-შტამს, ასევე ვაკვირდებით და ვაფასებთ ოლიმპიურ თამაშებზე მის პოტენციურ ზეგავლენას. გვსურს ყურადღება გავამახვილოთ, რომ კოვიდის წინააღმდეგ გადამჭრელ კონტრზომებს მივიღებთ, რათა თამაშების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ და ამავდროულად მოსამზადებელი სამუშაოები ეფექტურად და უმაღლეს დონეზე შევასრულოთ, - აცხადებენ პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტში, - გვაქვს რწმენა, შესაძლებლობა და სიმტკიცე, რათა პეკინში ჩავატაროთ უსაფრთხო და ბრწყინვალე ოლიმპიური თამაშები."

საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და პარალიმპურ ოლიმპიურ კომიტეტთან (IPC) თანამშრომლობით შემუშავებულია პანდემიასთან ბრძოლის პრინციპები და ზომები, რომლებიც ვირუსის ბოლო კვლევებს, ექსპერტთა აზრს, ასევე საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების გამოცდილებას ეფუძნება.

საორგანიზაციო კომიტეტი ყურადღების ცენტრში აყენებს სპორტსმენებს და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავს, რათა თავიანთი ოლიმპიური ოცნებები აიხდინონ.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114988