სხვა

11:07 | 19.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

პეკინის ზამთრის ოლიმპიადისთვის ქართველ მოციგურავეთა გუნდის შემადგენლობა ცნობილია

2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველ მოციგურავეთა გუნდი ცნობილია.

17 იანვარს, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის ხელმძღვანელობით ჩატარდა ფედერაციის გამგეობის სხდომა. გამგეობის 11 წევრიანმა შემადგენლობამ დეტალურად იმსჯელა ქართველ მოციგურავეთა სპორტულ ფორმაზე, მათ მზაობასა და სეზონის პირველ ნახევარში მიღწეულ სპორტულ შედეგებზე.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგურავეები ერთდროულად ორ სეგმენტში, გუნდურსა და ოთხივე კატეგორიაში ინდივიდუალურ სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომაც, ფედერაციისთვის, ნაკრები გუნდის დაკომპლექტებისას, მთავარი კრიტერიუმი მოქმედი მოციგურავეების მაღალი სპორტული შედეგები და მათი პერსპექტივების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გუნდის ფორმირება იყო.

ფედერაციის გამგეობის წევრთა შეჯერებული პოზიციებისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა - მაკა გიორგობიანმა, ოფიციალურად დაასახელა ქართველ მოციგურავეთა გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც დაიცავს საქართველოს ღირსებას 2022 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე.

ერთეული მამაკაცები: მორის ყვითელაშვილი

ერთეული ქალები: ანასტასია გუბანოვა

სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა/გიორგი რევია

სპორტული წყვილები: კარინა საფინა/ლუკა ბერულავა

სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე ( ქალები) , ნიკა ეგაძე ( მამაკაცები), ანასტასია მეტელკინა- დანიილ პარკმანი ( სპორტული წყვილები) შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით პეკინში გაიმართება. ფიგურულ ციგურაობაში კი გუნდური ასპარეზობა 4 თებერვლიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130941