ფეხბურთი

18:28 | 15.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "ფეხბურთი შეიცვალა, 90 წუთი მისი ყურება აღარ აინტერესებთ"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ ფეხბურთი შეიცვალა და მას 90 წუთის განმავლობაში აღარ უყურებენ. როგორც ფრანგმა აღნიშნა, ახლა ფეხბურთში მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს უყურებენ და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა.

„გარდა სტატისტიკისა, რაც უფრო ბევრ გატანილ გოლში გამოიხატება, არ მგონია, რომ ჩემი თამაში შეიცვალა. ვმოძრაობ, ვქმნი, ვაკეთებ საგოლე პასებს, ვთამაშობ შეტევაში. ასე თამაში ყოველთვის შემეძლო, ისევ იგივე სტილის ფეხბურთელი ვარ.

ფეხბურთს ისე აღარ უყურებენ, როგორც ადრე, 90 წუთს არავინ უყურებს. არსებობს სოციალური ქსელები და ამიტომ არ კარგავენ დროს, რომ ნახონ რას აკეთებს ფეხბურთელი მოედანზე. ყველა მხოლოდ იმას უყურებს, ვინ გაიტანა გოლი და მერე საუკეთესოდ მიიჩნევა. იგივე მეც დამემართა. კარგად არ მითამაშია, მაგრამ გოლი გავიტანე და საუკეთესოდ დამასახელეს. არ მიყვარს ასეთი ფეხბურთი, მაგრამ მომავალში უფრო და უფრო ხშირი იქნება ასეთი სიტუაცია. ფეხბურთი გახდა სპორტი, სადაც მნიშვნელობა მხოლოდ სტატისტიკას აქვს. ამას უნდა მოერგო და მე ეს გავაკეთე.

როდესაც რონალდო მადრიდის „რეალში“ თამაშობდა, ის წელიწადში 50-60 გოლს იტანდა. ამიტომაც, მასთან ერთად თამაშზე ადაპტაცია იყო საჭირო. მინდორზე გადავაადგილდებოდი, რომ მისთვის სივრცეები გამეთავისუფლებინა. როდესაც კრიშტიანუ წავიდა, პასუხისმგელობა ავიღე და გოლების გატანა დავიწყე, საგოლე პასების გაკეთებაც. შეიძლება ითქვას, რომ თამაშზე კონტროლი ავიღე დაყველაფერი კარგად მიდის“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კარიმ ბენზემას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი, მთლიანობაში კი მადრიდის „რეალის“ მაისურით 585 თამაშში თავი 302-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114733