„დინამო თბილისმა“ უსამანე კამარა დაიმატა. დედაქალაქურმა კლუბმა გვინეელი ფეხბურთელის გამოსყიდვის თაობაზე გორის „დილასთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
ფეხბურთელმა „დინამოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან გასულ სეზონში „დილაში“ იჯარით ითამაშა და 40 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, ამასთან 5 საგოლე პასიც გააკეთა.
სხვადასხვა დროს გვინეელ შემტევს ნორვეგიულ „ვალერანგაში“, შვედურ „ესკელსტუნა სიტიში“, „ესკელსტუნასა“ და მშობლიურ „ატუგაში“ უთამაშია. კამარას გვინეის 17-წლამდე ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული.