ფეხბურთი

22:43 | 11.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "რეალი" ახლა ესპანეთში ყველაზე ძლიერია, მაგრამ "ელ კლასიკო" არაპროგნოზირებადია"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ მადრიდის „რეალთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ესპანეთში დღეისთვის ყველაზე ძლიერია, მაგრამ „ელ კლასიკო“ არაპროგნოზირებადია.

„ჩვენთვის ეს გამოწვევაა, ფინალში გასვლისა და ტიტულისთვის ბრძოლის შანსი. ეს მატჩი შეიძლება გარდამტეხი იყოს. ვეცდებით, შეტევასა და დაცვაში კარგად ვითამაშოთ. მადრიდის „რეალი“ შესანიშნავ ფორმაშია, ალბათ ესპანეთში საუკეთესოა, სატურნირო ცხრილს თუ გადავხედავთ, მაგრამ „ელ კლასიკო“ არაპროგნოზირებადია, „ბარსა“ ბოლომდე იბრძოლებს.

ბევრ „კლასიკოში“ მიმიღია მონაწილეობა, ყოველთვის ფავორიტი ვერ იგებდა. ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი გამოვასწოროთ, მშენებლობის პროცესში ვართ. ვეცდებით, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, საკუთარ სტილი დავამკვიდროთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 12 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი მადრიდის „ატლეტიკო“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111389