რაგბი

16:56 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ამაშუკელი ჩემპიონთა თასის ცენტრალურ მატჩში

საქართველოს წლის საუკეთესო მსაჯი ნიკა ამაშუკელი წინსვლას 2022 წელსაც აგრძელებს. ევროპის პროფესიულმა საკლუბო რაგბმა ის იანვრის ორ ცენტრალურ მატჩზე დანიშნა.

22 იანვარს ამაშუკელი ჩემპიონთა თასის მე-4 ტურში, ინგლისის პრემიერშიფისა და ტოპ 14-ის ლიდერების ‘ლესთერ თაიგერსისა’ და ‘ბორდოს’ შეხვედრას განსჯის. ეს ტურის და ზოგადად ჯგუფური ეტაპის გამორჩეული თამაშია:

„ორივე გუნდი თავ-თავიანთი, მსოფლიოს უძლიერესი ჩემპიონატის ლიდერია და მათი დაპირისპირება უდაოდ ცენტრალურია ჩემპიონთა თასის ჯგუფურ ეტაპზე. ზოგადად ინგლისურ-ფრანგული დაპირისპირება ყოველთვის სახასიათოა და ჩემთვის დიდი პატივია ასეთი თამაში რომ მანდეს“.

მანამდე, 15 იანვარს 27 წლის რეფერი ჩელენჯ ქაფის მე-3 ტურში ფრანგულ დერბის იმსაჯებს, რომელშიც ‘პერპინიანი’ ‘ლიონს’ მასპინძლობს:

„მანამდე ჩელენჯ ქაფზე ფრანგული დერბი მელის და იმედია ‘ლიონში’ ქართველი ლეგიონერებიც ითამაშებენ, რაც ჩემთვის მსაჯობას ორმაგად სასიამოვნოს გახდის. ‘პერპინიანის’ გულშემატკივრები აგრესიულები არიან და ხმაურით გამოირჩევიან. წინ საინტერესო გამოცდილება მელის“ – ამბობს ამაშუკელი.

ნიკას ჩემპიონთა თასზე დებიუტი დეკემბერში ჰქონდა და მაშინაც ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება იმსაჯა – ‘კასტრი’ ‘ჰარლექუინსს’ ეთამაშებოდა.

RUGBY.GE

0.15673