ფეხბურთი

13:20 | 10.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ შესაძლოა "ბარსელონაში" გადავიდეს

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კლუბი დატოვოს, ამის შესახებ Sport-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფორვარდი უკმაყოფილოა გუნდში და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობაში შექმნილი ვითარებით. რონალდუმ თავის აგენტ ჟორჟე მენდეშს უთხრა, რომ ახალი გუნდი უნდა ეძებოს, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.

მენდეში „ბარსელონას“ ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან კარგ ურთიერთობაშია და მზადაა რონალდუ კატალონიელებს შესთავაზოს. იმის გათვალისწინებით, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჩავი ახალი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს, კლუბმა შესაძლოა რონალდუ განიხილოს.

რონალდუმ ინგლისის პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „წითელი ეშმაკები“ 31 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12086