სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

13:14 | 1.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საახალწლო სუფრა და ფეხბურთი
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

სამწუხაროდ ქართული სუფრის (განსაკუთრებით კი საახალწლო სუფრის) შესახებ მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, თორემ დარწმუნებული ვარ ბევრ ქვეყანაში აღიარებდნენ საცივსაც, შემწვარ გოჭსაც, გოზინაყსაც, ჩურჩხელასაც და არც ქართულ ღვინოზე იტყოდნენ უარს. უცხოელებს ერთადერთი შეიძლება მთვრალი და დილის 5 საათამდე ტვინის მბურღველი მეზობლის მოსმენის ტრადიცია არ მოწონებოდათ, მაგრამ მესამე ჭიქა კარგი საფერავის მერე ტვინის მბურღველ მეზობელსაც აიტანს კაცი და შეიძლება ცოტა ხნით ისიც კი დაივიწყო, როგორ რთულ დროში გვიწვეს ცხოვრება და რამდენი პრობლემა აწუხებს ჩვენს ქვეყანას.

ქართულ სუფრას ზოგი აკადემიას ადარებს, ზოგი ინსტიტუტად მიიჩნევს და სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში კულტურის ძეგლადაც კი აღიარეს. რა ჯობია სუფრაზე გვერდით მჯდომ ადამიანს მატერიალური კულტურის ერთ-ერთი ნიმუშის (მაგალითად მწვადის) გადმოწოდებას რომ სთხოვ და ამ “კულტურის ძეგლს“ ისე გაანადგურებ, “იუნესკო“ პირდაღებული დარჩება. მაგრამ ქართული საახალწლო სუფრის მთავარი კერძები და ინგრედიენტები ცნობილ ფეხბურთელებთან რომ დავაკავშიროთ, მათ შორის იმდენ საერთოს აღმოვაჩენთ, შეიძლება სუფრას კიდევ უფრო მეტი ლაზათი მიცეს, ანდა პირიქით - ზოგიერთ კერძს საერთოდ ვერ დავაკაროთ პირი.

ასეთი ლოგიკით, ლეო მესი სწორედ ჩემს მიერ უკვე ნახსენები ღორის მწვადია, რომელიც საკმაო ხნის წინ შეიწვა, ცოტა შეგრილებულიცაა, ხორციც არაა მთლად რბილი და ქორფა, მაგრამ თავის გასაკეთებელს ისევ აკეთებს და რამე რომ იყოს, ბევრ ბურვაკის მწვადს აკენწლავს. არადა, სხვა “მემწვადეები“ იძახიან, ერთი ჩვენც მოგვხედეთ, ჩვენი ნაღვაწიც დაიგემოვნეთო, მაგრამ ყველა ისე შეეჩვია ამის ჭამას, რომ ბევრს სხვისი გაკეთებულის გასინჯვის სურვილიც კი არა აქვს.

კრიშტიანუ რონალდუ რაჭველი დიასახლისის მიერ გამომცხვარი ლობიანია. სტანდარტულად ერთნაირად გემრიელია, ხარისხიანია და გამოცხობიდან მომდევნო დღეებშიც ღუმელში რომ გავაფიცხოთ, არ ეკარგება გემო და არომატი. ზოგი იმასაც კი ამბობს, ძველ და გაფიცხებულ ლობიანს უკეთესი გემო აქვსო, მაგრამ ამაზე კამათის დრო და ადგილია ახლა აქ?

კილიან მბაპე ჩობან-ყაურმაა, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იყოს საუკეთესო კერძი, მაგრამ ჯერ ერთი რომ მსგავსი ტიპის მწყამსური საჭმელები ბევრს არ მოსწონს და მეორეც - თუ ჩობან-ყაურმა ჯერ მიწაში არ დააძველე, მერე ისე თუ არ გააკეთე როგორც აკეთებენ, რაღაც კერძი კი გამოგივა, მაგრამ სუფრაზე არავინ შეგიჭამს და ისევ მარტო შენი შესაჭმელი გახდება.

რობერტ ლევანდოვსკი მხალეულია, რომელიც ძალიანაც გემრიელია, მარგებელიცაა და ხარისხიანიც, მაგრამ ახალი წლის დღეებში მის გაკეთებას უბრალოდ აზრი არა აქვს. გაგაქვს სუფრაზე, არავინ ჭამს, გაგაქვს მეორე დღეს, მაშინაც არავინ ჭამს და ასე, გაგაქვს და გამოგაქვს სანამ არ გაფუჭდება და გადასაყრელი არ გახდება. არადა, დასანანია კაცო!

ანხელ დი მარია ინდაურის საცივია. ყველაფერი თავის ადგილზე აქვს - დასრულებული გემო, მსოფლიო კულინარიისგან სრულიად განსხვავებული შესრულება, მაღალი ხარისხი, დანაყრებადობა, ტრადიციულობა. მოკლედ, ერთადერთი რაც უნდა ქნა, უბრალოდ თეფშზე გადაიღო და მიირთვა!

ჯორჯო კიელინი გოზინაყია. ჯორჯო შეიძლება გოზინაყივით ტკბილი და ჩაშაქრული ვინმე სულაც არაა, მაგრამ უმაგისოდ არც ახალი წელი წარმოგიდგენია და ვინც ტრადიციებს პატივს სცემს, ის პატივს სცემს გოზინაყსაც (სულ რომ არ უყვარდეს), წარსულსაც და იმასაც, რომ შეიძლება ნიგვზის და თაფლის უმარტივესი კომბინაციით ლამის ლეგენდარული ჩაროზი გააკეთო. ეს არაა პატარა საქმე!

ხვიჩა კვარაცხელია ელარჯია. ჯერ ერთი რომ წალენჯიხელ კაცს სხვა რომელი კერძი უნდა შეუხამო თუ არა ეს უგემრიელესი მეგრული საჭმელი?! და მეორეც, ხვიჩას მომავლის შესახებ ტყუილ-მართალი ბოლო ორი წელია ელარჯივით იწელება და იმედია, ყველაფერი ისე დასრულდება, რომ არც ხვიჩა და მისი ქომაგები დავრჩებით პირში ელარჯის ამოსარევ ჯოხგამოსმული.

ყველას გილოცავთ ახალ, 2022 წელს. ჩვენს ოჯახებში სულ ყოფილიყოს გემრიელი საჭმელიც, სასმელიც და უკან მოგვრჩენოდეს ყველა პრობლემა, პირველყოვლისა კი სიღარიბე, რისი დანახვაც ასე გვტკენს გულს. მრავალს დავესწროთ!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.114269
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X