ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" მცველმა მატიას ტე ლიხტმა შესაძლოა კლუბი დატოვოს. როგორც Calciomercato იუწყება, ფეხბურთელის გადაბირებით "პარი სენ ჟერმენი", "ბარსელონა" და ლონდონის "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულები. ჯერჯერობით უცნობია დაუკავშირდა თუ არა რომელიმე კლუბი "იუვენტუსს".
ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მატიასმა კლუბი უახლოეს მომავალში უნდა დატოვოს. ამ კომენტარით კი "იუვენტუსის" ხელმძღვანელობა აღშფოთდა. ტურინელებისთვის ფეხბურთელი ხელშეუხებელია და არ აპირებენ მის დათმობას. დე ლიხტის გუნდში ყველაზე მაღალი ხელფასი, წელიწადშ 12 მილიონი ევრო აქვს და იტალიელებს "აიაქსისთვის" ჯერ კიდევ 30 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი.
მატიასი "იუვენტუსმა" 2019 წელს დაიმატა. მას შემდეგ ნიდერლანდელმა მცველმა საკლუბო დონეზე 95 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ექვსი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 70 მილიონი ევროა.