ფეხბურთი

22:44 | 14.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "მესის გარეშე პირველი წელია და ეს ადვილი არ არის"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანურ მედიასთან კლუბში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ეს პირველი წელია ლიონელ მესის გარეშე და ამიტომაც, ლოგიკურია, რომ გუნდს პრობლემები შეექმნა.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მესის გარეშე პირველი წელია. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გუნდიდან წავიდა და ეს ადვილი არ არის. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჩავი, რომელიც კარგად იცნობს კლუბის ატმოსფეროსა და სტილს. ის ენდობა ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რადგან თავად „ბარსას“ აკადემიაში იყო, გაიზარდა და დიდი ჩემპიონი გახდა.

ეს საქმე ადვილი არ არის. ფეხბურთში ბევრ დრო არ გაქვს და ეს ვიცით. მოკლევადიან პერსპექტივაში გვჭირდება ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ნაზავი. ისეთმა კლუბმა, როგორიც „ბარსაა“, იცის, როგორ გაუმკლავდეს ზეწოლას“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ლა ლიგაში ჩატარებულ 16 თამაშში მოპოვებული 24 ქულით მერვე ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში ჩარჩა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110491