ავტოსპორტი

1:52 | 10.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: გიჟი მაქსი? ფ1-ის მრბოლები ცოტა გიჟები არიან

აბუ დაბიში გამართულ პრეს კონფერენციაზე, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ იმაზე ფიქრით, რომ რბოლისას შეიძლება მაქს ფერსტაპენი დაეჯახოს, დროს არ კარგავს. რამდენიმე დღის წინ, როდესაც საუდის არაბეთის დიდი პრიზის რბოლაში ასპარეზობდა, ჰამილტონმა რადიო საუბრისას, თავისი მეტოქე გიჟად მოიხსენია.

ბოლო რბოლის წინ მათ თანაბარი ქულები აქვთ. ერთით მეტი მოგების წყალობით კი უპირატესობა ფერსტაპენს ენიჭება. ამავე მიზეზით, თუ აბუ დაბის რბოლას ორივე გამოეთიშება, ჩემპიონი ჰოლანდიელი გახდება. ამ გარემოების გამო, ბევრი თვლის, რომ ფერსტაპენმა შესაძლოა შეჯახებით გადაწყვიტოს ტიტულის მოპოვება.

„ამაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებ. ჩვენ არ გვეგონა, რომ ბოლო რბოლის წინ გავთანაბრდებოდით. მთელმა გუნდმა საოცრად იმუშავა ამისთვის. ამასთან, დროს არ ვკარგავთ ისეთ რამეზე, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული“, - განაცხადა ჰამილტონმა.

მას შეახსენეს, რომ ჯედაში რბოლისას, ფერსტაპენი გიჟად და სახიფათოდ მოიხსენია, როცა მას უკნიდან შეეჯახა, რაზეც ბრიტანელმა მიუგო: „რბოლისას შეიძლება ბევრი რამ ვთქვათ. ჩვენ ბრძოლაში გახურებულები ვართ, ადრენალინი მიზღვავებულია, ემოციები ზღვარზეა. ისე კი ვფიქრობ, რომ მრბოლები ცოტათი გიჟები ვართ, რადგან ასეთ რამეებს ვაკეთებთ და ვრისკავთ“.

„კითხვაზე, ენდობა თუ არა ფერსტაპენს, რომ ის სუფთად იბრძოლებს, ჰამილტონმა უპასუხა: „ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მოვიგოთ. მინდა მჯეროდეს, რომ ყველას სამართლიან ბრძოლაში მოგება უნდა. ასე რომ, მსგავს რამეს აზრადაც არ ვივლებ“.

0.11247