სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

2:01 | 9.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის ყველაზე გამორჩეული გადამწყვეტი სატიტულო რბოლები
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჯედას რბოლის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში, ლუის ჰამილტონი ქულებით ლიდერ მაქს ფერსტაპენს გაუთანაბრდა. ბოლო ეტაპზე, რომელიც აბუ დაბის მოდიფიცირებულ ტრეკზე ჩატარდება, გადაწყდება, თუ ვინ გახდება ჩემპიონი.

თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა ფერსტაპენს აქვს, რადგან მის ანგარიშზე ცხრა გამარჯვებაა, ჰამილტონს კი „მხოლოდ“ რვა რბოლა აქვს მოგებული. შესაბამისად, თუ ორივე უქულოდ დარჩება, ჩემპიონი ფერსტაპენი გახდება. სხვა შემთხვევაში, მას ნაკლები შანსი აქვს, რადგან ჰამილტონი ისევ იმ ძიერი ძრავით იასპარზებს, რომლითაც ბრაზილიაში და საუდის არაბეთში გაიმარჯვა. თან მსოლიოს შვიდგზის ჩემპიონი საუკეთესო ფორმაშია და ბრძოლაში მისი დამარცხება შეუძლებელი ჩანს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფორმულა 1-ის ჩემპიონი ბოლო რბოლაში გაირკვევა. სპორტის ისტორიას, არაერთი დაძაბული ბოლო რბოლა ახსოვს, რომლებსაც დღეს გავიხსენებთ.

აშშ (სებრინგი), 1959 წელი

ბრებჰემმა ფინიში მანქანის მიწოლით გადაკვეთა

ჯეკ ბრებჰემი პირველი ავსტრალიელი ჩემპიონი გახდა. სებრინგის (აშშ) ტრეკზე გამართული რბოლის მიწურულს, მას საწვავი გამოელია. და იძულებული გახდა, ფინიშამდე მანქანა (კუპერი) მიწოლით მიეგორებინა.

ტიტულისთვის სამი მრბოლი იბრძოდა. სტირლინგ მოსს (ბრიტანეთი, კუპერი და BRM) და ტონი ბრუკსს (ბრიტანეთი, ფერარი) ჩემპიონობისთვის მოგების გარდა, სწრაფი წრეც სჭირდებოდათ. მოსი რბოლას გამოეთიშა. ბრუკსი კი მესამე იყო. ბრებჰემმა რბოლა მეოთხემ დაასრულა. გამარჯვება 22 წლის ახალზელანდიელმა ბრიუს მაკლარენმა მოიპოვა, ვინც ფ1-ის რბოლების ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. ეს რეკორდი ფერსტაპენმა 2016 წელს, 18 წლისამ გააუმჯობესა.

აშშ (უოტკინს გლენი), 1974 წელი

ფიტიპალდიმ მაკლარენს პირველი ტიტული მოუპოვა

ტიტულისთვის ემერსონ ფიტიპალდი (ბრაზილია, მაკლარენი) და შვეიცარიელი კლეი რეგაცონი იბრძოდნენ. ბოლო რბოლის წინ მათ თანაბარი ქულები ჰქონდათ. შვიდი ქულით უკან იყო ჯოდი შექტერი (სამხრეთ აფრიკა, ტირელი) და ტიტულის მცირე შანსი მასაც ჰქონდა.

კვალიფიკაცია შექტერმა მეექვსეზე დაასრულა, ფიტიპალდი მერვე იყო, რეგაცონი კი - მეცხრე. შვეიცარიელმა უკეთესი სტარტი აიღო, მაგრამ ფიტიპალდიმ მალევე გაასწრო. მან რბოლა მეოთხეზე დაასრულა და ჩემპიონიც გახდა. ეს მისი მეორე, „მაკლარენისთვის“ პირველი ტიტული იყო.

იაპონია (ფუძი), 1976 წელი

წვიმიან რბოლაში ტიტულს ჰანტი დაეუფლა

ნურბურგრინგზე მიღებული უმძიმესი ტრავმების მიუხედავად, ნიკი ლაუდა (ავსტრია, ფერარი) რბოლებს დაუბრუნდა და ჩემპიონობის შანსი ბოლომდ ჰქონდა. ფუძიზე რბოლის წინ, ის ჯეიმს ჰანტს (ბრიტანეთი, მაკლარენი) სამ ქულას უგებდა. კოკისპირულ წვიმაში, ლაუდამ რბოლა მეორე წრეზევე შეწყვიტა, რადგან თვლიდა, რომ ასეთ პირობებში რბოლა არ უნდა გამართულიყო. ჰანტი ფინიშთან მესამე მივიდა, ლაუდას ერთი ქულით გაასწრო და ჩემპიონი გახდა.

მათ ბრძოლაზე 2013 წელს ფილმი „რაშ“ გადაიღეს.

ავსტრალია (ადელაიდა), 1986 წელი

გამსკდარმა საბურავმა მენსელს იმედი გადაუწურა

ტიტულისთვის სამი პილოტი - ნაიჯელ მენსელი (ბრიტანთი, უილიამსი - 70 ქულა), ალენ პროსტი (საფრანგეთი, მაკლარენი - 64 ქულა) და ნელსონ პიკე (ბრაზილია, უილიამსი - 63 ქულა) იბრძოდა. მენსელს ჩემპიონობისთვის მესამე ადგილიც ჰყოფნიდა. მაგრამ 270 კმ.სთ სიჩქარეზე უკანა მარცხენა საბურავი გაუსკდა. პროსტი ჩემპიონი გახდა.

ავსტრალია (ადელაიდა), 1994 წელი

შუმახერის და ჰილის შეჯახება

ადელაიდაში რბოლის წინ, მიხაელ შუმახერი (გერმანია, ბენეტონი) დეიმონ ჰილს (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 ქულას უგებდა. შუმახერი სტარტიდანვე დაწინაურდა, ჰილი უკან მიჰყვებოდა. 36-ე წრეზე გერმანელი კედელს შეეჯახა. ის ჯერაც მოძრაობდა, როცა ჰილმა გასწრება სცადა. მაგრამ შუმახერმა მანქანა მისკენ მიმართა. კედელსა და „ბენეტონს“ შორის მყოფმა ჰილმა შეჯახებას თავი ვერ აარიდა. რბოლას ორივე გამოეთიშა. სტიუარდებმა გადაწყვიტეს, რომ ეს სარბოლო ინციდენტი იყო და ჩემპიონი (პირველად) შუმახერი გახდა.

ევროპა (ხერესი), 1997 წელი

შუმახერის და ვილნევის შეჯახება

ბოლო ეტაპის, ევროპის დიდი პრიზის წინ, შუმახერსა (ფერარი) და კანადელ ჟაკ ვილნევს (უილიამსი) შორის სხვაობა 1 ქულა იყო. ლიდერობისთვის ბრძლისას, მათ შორის შეჯახება მოხდა - ვილნევი როცა ასწრებდა, შუმახერმა მანქანა მისკენ მიმართა. შედეგად, გერმანელი რბოლას გამოეთიშა, ვილნევი კი ფინიშთან მესამე მივიდა და ჩემპიონი გახდა. რბოლის შემდეგ FIA-მ გადაწყვიტა, რომ შუმახერი მეტოქის გზიდან გადაგდებას ცდილობდა და ამის გამო, ის ჩემპიონატიდან მოხსნა.

ბრაზილია (ინტერლაგოსი), 2008 წელი

ტიტულის მფლობელი ჩემპიონატის ბოლო მოსახვევში გაირკვა

წვიმიან რბოლაში, ფელიპე მასამ (ბრაზილია, ფერარი) ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა და იმ მომენტში, ჩემპიონი სწორედ ის ხდებოდა, რადგან კონკურენტ ლუის ჰამილტონს (ბრიტანეთი, მაკლარენი), ვისაც ტიტულის მოსაგებად მეხუთე ადგილი ჰყოფნდა და რბოლის მიწურულს სწორედ მეხუთეზე იყო, 69-ე წრეზე სებასტიან ფეტელმა (გერმანია, ტორო როსო) გაასწრო. მასა ჩემპიონობას ზეიმობდა, როცა ჰამილტონმა გერმანელ ტიმო გლოკს (ტოიოტა) რბოლის ბოლო მოსახვევში გაასწრო და მეხუთე პოზიცია დაიბრუნა. მომხდარის გამო გლოკმა, ვისაც რბოლის ბოლოს მანქანის დამორჩილება უჭირდა, ბრაზილიელი ფანები მოკვლითაც კი ემუქრებოდნენ...

აბუ დაბი, 2010 წელი

ფეტელმა პირველი ტიტული მოიპოვა

ბოლო ეტაპის წინ, ტიტულის მოპოვების შანსს ოთხი მრბოლი ინარჩუნებდა. ფეტელი (რედ ბული) მესამე იყო და 15 ქულას აგებდა „ფერარის“ ფერნანდო ალონსოსთან (ესპანეთი). მეორეზე „რედ ბულის“ ავსტრალიელი მარკ ვებერი იყო, მეოთხეზე კი - ჰამილტონი (მაკლარენი). ფეტელმა რბოლა პოულიდან დაიწყო და მოიგო. ალონსო მხოლოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა და საბოლოოდ, გერმანელს 4 ქულით ჩამორჩა. 23 წლის ფეტელი ფ1-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109943
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X