სხვა

0:35 | 1.12.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოტო გრანპრი განახლებად საწვავზე გადავა

მოტო გრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სერია თანდათან გადავა მხოლოდ განახლებადი წყაროებიდან მიღებული საწვავის გამოყენებაზე. 2024 წლის სეზონში, საწვავის 40 პროცენტი განახლებადი წყაროებიდან უნდა იყოს მიღებული. 2027 წლისთვის კი ასეთი საწვავის წილი 100 პროცენტს მიაღწევს.

მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ფორმულა 1-საც სურს, მაგრამ ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რა ტიპის საწვავზე შეაჩეროს არჩევანი. ასეთი კი ორია. პირველი არის სინთეზური, რომლის წარმოებისთვისაც, წყალს და ჰაერიდან გამოყოფილ ნახშირჟანგს გამოიყენებენ. მეორე ბიოსაწვავია, რომელიც ბიომასისგან დამზადდება.

პირველ შემთხვევაში, წვის დროს ისევ წყალი და სათბურის ეფექტის მქონე ნახშირჟანგი გამოიყოფა. შესაბამისად, ატმოსფეროში ის ნახშირჟანგი დაბრუნდება, რომელსაც საწვავის წარმოებისას, ატმოსფეროდან მიიღებენ. ამიტომ ეს ციკლი კარბონ ნეიტრალური იქნება. მეორე შემთხვევაში, ატმოსფეროში ჭარბი ნახშირჟანგი გამოიყოფა. პირველ შემთხვევაში, საწვავი უფრო ძვირი დაჯდება. ორივე შემთხვევაში, წარმოებისთვის სავალდებულო იქნება მხოლოდ ის ელექტრო ენერგია, რომელიც განახლებადი წყაროებიდან (ქარი, მზე, ჰიდრო და სხვა) მიიღება.

მოტო გრანპრის ახალი წესებით, გუნდებს საწვავის სხვადასხვა მიმწოდებლები ეყოლებათ. გარდა ამისა, ახალი საწვავი მახასიათებლებით უნდა გაუთანაბრდეს არსებული, ორგანული წყაროდან მიღებული საწვავისას და მისი გამოყენება, ჩვეულებრივ საგზაო მოტოციკლებშიც შესაძლებელი უნდა იყოს.

მწვანე საწვავზე, უმცროსი სერიები - მოტო2 და მოტო3-იც გადავლენ. ოღონდ, მათში მონაწილე გუნდებს მხოლოდ თითო მიმწოდებელი ეყოლებათ.

0.11018