სხვა

5:03 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მოტოGP მრბოლთა მინიმალურ ასაკს გაზრდის

მოტორსპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIM) გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან, მოტო გრანპრის მსოფლიო ჩემპიონატის სამივე კლასში მონაწილეთა ასაკი, არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, უსაფრთხოების მოთხოვნების გამკაცრებაა, რომელიც დაბალ კლასებში, სამი ფატალური ავარიის შედეგია.

ახლანდელი წესებით, მოტო გრანპრის ორ ქვედა კლასში, რომლებიცაა მოტო2 და მოტო3, მონაწილეთა მინიმალური ასაკი 16 წელია. მომავალი წლიდან, მინიმალური ასაკი ერთი წლით გაიზრდება, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ის 18 წლამდე აიწევს.

FIM-მა და მოტო გრანპრის პრომოუტერმა კომპანია „დორნამ“, მინიმალური ასაკის შეზღუდვის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. ასაკის შეზღუდვის გარდა, დაბალ კლასებში ასევე შემცირდება მონაწილეთა რიცხვი.

15 წლის ესპანელი დინ ბერტა ვინალესი, მოტო გრანპრის მონაწილე მავერიკ ვინალესის ბიძაშვილი, ესპანეთში გამართულ სუპერბაიკის მსოფლიო ჩემპიონატის რბოლისას დაეცა. მას რამდენიმე მოტოციკლმა გადაუარა, რის შედეგად მიღებული ტრავმებით გარდაიცვალა.

14 წლის ესპანელი მრბოლი, უგო მილანი, იუნიორთა ჩემპიონატის რბოლისას, რომელიც არაგონის (ესპანეთი) მოტორლანდზე ჩატარდა, ავარიაში მოყვა და დაიღუპა. მოტო3-ის შვეიცარიელი მრბოლი, 19 წლის ჯეისონ დუპასკუა მუჯელოში, იტალიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლისას მომხდარი ავარიის შედეგად დაიღუპა.

სერია მსოფლიო სუპერსპორტ 300-ში, სადაც ვინალესი გამოდიოდა, მონაწილეთა რიცხვი 40-დან 32-მდე შემცირდება. FIM-ის ეგიდით მიმდინარე სპრინტის კლასის ყველა სერიაში, სავალდებულო ხდება აირბალიშების გამოყენება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112448