ფეხბურთი

0:42 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი: "საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგური მატჩი იყო"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ინგლისის 21-წლამდე ნაკრებს 3:2 მოუგო და მატჩის შემდეგ კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა. ესპანური "ვალენსიას" კარის დარაჯმა აღნიშნა, რომ თამაშს ამხანაგურის სტატუსის არაფერი ეტყობოდა.

„კარგი და დაძაბული მატჩი გამოდგა, როგორც ჩვენთვის, ალბათ ასევე ინგლისელებისთვისაც. მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ საერთოდ არ იგრძნობოდა, რომ ამხანაგურ მატჩს ვთამაშობდით. სტადიონზე კარგი ატმოსფერო იყო და გულშემატკივარს მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო", - თქვა მამარდაშვილმა, რომელიც ამჯერად ახალგაზრდულ ნაკრებში გახლდათ მიწვეული.

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევრო 2023-ის შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია, რადგან ფინალური ეტაპის თანამასპინძელია რუმინეთთან ერთად. აქვე გეტყვით, რომ საქართელოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო ხუთი მატჩიდან 4 მოიგო (აზერბაიჯანთან, სლოვაკეთთან, ბელარუსთან, ინგლისთან) და ერთხელ ფრე ითამაშა (რუმინეთთან).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119301