ფეხბურთი

20:36 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაზემირო: "შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მოდრიჩთან და კროოსთან ერთად ვთამაშობდი"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ ლუკა მოდრიჩისა და ტონი კროოსის შესახებ ისაუბრა. როგორც ბრაზილიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ის შვილიშვილებს მოუყვება, რომ ასეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდა.

„დიდი პატივია ამდენი წლის განმავლობაში მსოფლიოს უდიდეს კლუბში ყოფნა. ალბათ, ამას მხოლოდ მაშინ გავაცნობიერებ, როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება. ლუკა მოდრიჩთან და ტონი კროოსთან თამაში პრივილეგიაა. ვაფასებ ამას, ჩემს შვილიშვილებს მოვუყვები, რომ მქონდა შანსი ამ ორ გამორჩეულ ფეხბურთელთან, ფეხბურთის ხატებთან ერთად მეთამაშა“, - თქვა კაზემირომ.

შეგახსენებთ, რომ კაზემირო „რეალმა“ 2013 წელს „სან პაულუდან“ შეიძინა და მას შემდეგ „სამეფო კლუბში“ 301 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108368