სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

11:09 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და სუპერლიგის ლიდერობა გაიმყარა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

4 ტურის შემდეგ 4 გამარჯვება – ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი თსუ სუპერლიგას ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჩემპიონატის დაწყების წინ გუნდის ლიდერი, ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ცინცაძე ტრავმის გამო ხანგრძლივი დროით დაკარგა, თუმცა შემადგენლობა იმდენად კარგად იყო დაბალანსებული, რომ თსუ დაუმარცხებელია.

მორიგი გამარჯვება უნივერსიტეტელებმა რუსთავში, მოქმედ ჩემპიონთან მოიპოვეს. ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა ქვემოქართლელებმა მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, თუმცა ეს თსუ-ს დამარცხებას არ ეყო. რუსთაველები თამაშის მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ და წარმატებული თამაშიც ამაში გამოიხატა. შეგახსენებთ, რომ მოქმედმა ჩემპიონმა ლეგიონერების შეცვლის შემდეგ შედეგები ერთობ გაიუარესა და მიმდინარე სეზონში, რომელიც დუდუ დადიანის მემორიალსა და სუპერლიგას მოიცავს, ზედიზედ ხუთივე მატჩი წააგეს.

რუსთაველები ძირითადად მდევრის როლში იყვნენ, თუმცა მეტოქეს არ რჩებოდნენ და მიუხედავად პერიოდულად სოლიდური ჩამორჩენისა, რამდენჯერმე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ქვემოქართლელები შორი სროლებით ხეირობდნენ ძირითადად, რადგან ფარქვეშ თსუ-ელი მაღლების სახით სოლიდურ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

მატჩის დასრულებამდე 1:40 წუთით ადრე რუსთაველთა ამერიკელმა უკანახაზელმა, კრისტიან კილინგმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში ლოველ ქაბილმა შეხვედრის ბედი სამქულიანითა და ზუსტი საჯარიმო სროლებით გადაწყვიტა. სოლიდური წილი გამარჯვებაში თსუ-ს დაცვამაც ითამაშა, რომელმაც ყველაზე საჭირო მომენტში რუსთაველები ისე შეამჭიდროვა, რომ ბურთი არ ჩააგდებინა და თსუ დაუმარცხებელი, რუსთავი კი მოუგებელი დარჩა. საბოლოო ანგარიშია 78:70 (სტატისტიკა) – თბილისური კლუბის სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლოველ ქაბილი გახდა, რომელმაც 19 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 17 ქულა დააგროვა რაილ ოუენსმა, ნიკოლოზ დარბაიძისა და პაპ დიოპის ანგარიშზე კი 16-16 ქულა აკუმულირდა. დიოპს პლუს 17 მოხსნა ჰქონდა, რაც მიმდინარე გათამაშების რეკორდია. რუსთაველთაგან საუკეთესო იყო კრისტიან კილინგი, რომელმაც 21 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. ისმაელ ჰოლინსმა შეხვედრა 18 ქულით დაასრულა .

სუპერლიგის მე-4 ტურის დარჩენილ 3 მატჩს ოლიმპიური სასახლე 6 ნოემბერს უმასპინძლებს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.111692
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X