ფეხბურთი

15:47 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნიუკასლს" ტონი კროოსის შეძენა სურს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი „ნიუკალს იუნაიტედის“ ინტერესის სფეროში მოხვდა. ბრიტანული მედიის ცნობით, „კაჭკაჭები“ ცენტრალურ ნახევარმცველს აქტიურად ეძებენ.

„ნიუკასლში“ ახალი გუნდის აშენება მაღალი დონის ნახევარმცველის გარშემო სურთ და კროოსი იდეალურ ვარიანტად მიაჩნიათ. ინგლისელები მზად არიან „რეალს“ ტრანსფერის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადონ.

კროოსს „რეალთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და ჯერჯერობით მის განახლებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

ტონი კროოსი მადრიდის „რეალს“ 2014 წელს შეუერთდა და 325 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი. მანამდე გერმანელი სამშობლოში, „ბაიერნისა“ და „ლევერკუზენის“ ღირსებას იცავდა.

0.104413