ფეხბურთი

17:40 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია და შესაძლოა, უახლოესი მატჩი გამოტოვოს.

კვიპროსული მედიის ცნობით, ოქრიაშვილმა დღეს გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა და მისი თამაში საეჭვოა. თორნიკეს ბოლო ტურის მატჩიც გაუცდა „არისის“ წინააღმდეგ, ისევე, როგორც მურთაზ დაუშვილს, რომელიც „ეთნიკოსთან“ დაპირისპირებაში დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ოქრიაშვილის დაზიანება. სავარაუდოდ, ის ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში თორნიკე ოქრიაშვილმა 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. „აპოელი“ კი უახლოეს შეხვედრას 30 ოქტომბერს, სტუმრად „დოქსას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113453