ფეხბურთი

20:50 | 26.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთთან წააგო

მსოფლიოს ქალთა 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ასპარეზობას აგრძელებს და გიორგი ჩხაიძის გუნდმა ამჯერად სლოვაკეთთან განიცადა მარცხი.

მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და დამსახურებულად მოიგეს. გოლები კი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანეს. ჯერ მარია მიკოლაიოვამ ჯარიმა შეასრულა უნაკლოდ, ხოლო მერე მარტინა სურნოვსკამ უპირატესობა ორამდე გაზარდა და როგორც შემდგომ გაირკვა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს ნაკრებს შეტევაში თამაში არ გამოუვიდა და საგოლე მომენტი პრაქტიკულად არ შეუქმნია, შესაბამისად, მოედანი ისევ უგოლოდ დატოვა.

საქართველოს სამ ტურში ქულარ არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 30 ნოემბერს, სტუმრად ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სლოვაკეთი - საქართველო 2:0 (2:0)

საქართველო (4-4-2): სუხიაშვილი; ჩხარტიშვილი, სუთიძე (ქადაგიშვილი 46), ტატუაშვილი, დანელია; პასიკაშვილი (წოწერია 74), ბოლქვაძე (გორგაძე 74), თოდაძე (ჯანიკაშვილი 66), ხაბურზანია; ჭიჭინაძე (გუჯაბიძე 90), ბაქრაძე

გოლები: 1:0 მიკოლაიოვა (38), 2:0 სურნოვსკა (40)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113097