ფეხბურთი

21:14 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ისლანდიას დაუზავდა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები უნგრეთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაება და პირველ ტურში ისლანდიას დაუპირისპირდა, რომელსაც დაუზავდა - 1:1.

გიორგი ჩიტაურის გუნდს 32-ე წუთზე გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ გიორგი ტაბატაძემ პენალტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, პირველი ტაიმის ბოლოს საქართველო თენგო ალიბეგაშვილის გოლით დაწინაურდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ მატჩის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა. 81-ე წუთზე დანიელ გუდიონსენმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთმა ესტონეთი დამაჯერებლად, 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მეორე ტურში 25 ოქტომბერს, სწორედ მასპინძელ უნგრეთს შეხვდება, 28 ოქტომბერს კი ბოლო ტურში ესტონეთს.

ისიც ვთქვათ, რომ ელიტ-რაუნდში ჯგუფიდან ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა, გარდა ამისა, ყველა ჯგუფის შედეგების გათვალისწინებით ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანიც.

საქართველო (U17) - ისლანდია 1:1 (U17) (1:0)

საქართველო (4-4-2): კოპალიანი; სადღობელაშვილი, გობეშია, ხარჩილავა, ნარიმანიძე; ცეცხლაძე (ხაჩიძე 74), ალიბეგაშვილი, სიგუა, ტაბატაძე (ბასილაძე 88); პარკინაშვილი, პარკაძე (კარაევი 82)

გოლები: 1:0 ალიბეგაშვილი (41), 1:1 გუდიონსენი (81)

0.116143