სხვა

3:47 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსი ტრიათლეტი სამწლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ტრიატლონის მსოფლიო ფედერაციამ, აკრძალულ ნივთიერება ერითროპოიეტინის (EPO) გამოყენების გაო, სამწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა რუს ტრიათლეტ იგორ პოლიანსკის. მისგან სინჯი ივლისში აიღეს და შესაბამისად, მას შემდეგ ნაჩვენები ყველა შედეგი გაუუქმდა.

31 წლის პოლიანსკიმ ტოკიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ 43-ე ადგილი დაიკავა, შერეულ ესტაფეტაში კი მე-14 დრო ჰქონდა. მას უფლება ჰქონდა, B სინჯის აღება მოეთხოვა, მაგრამ ეს არ გააკეთა.

„ვორლდ ტრიატლონი იგორ პოლიანსკის სამწლიან დისკვალიფიკაციას უსჯის და შესაბამისად, მას ამ პერიოდში, საერთაშორისო შეჯიბრებში ასპარეზობის უფლება არ ექნება. მისი სისხლის და შარდის სინჯებში EPO-ს ჭარბი რაოდენობა აღმოჩნდა, რაც დოპინგ საწინააღმდეგო წესების დარღვევაა“, - ნათქვამია ტრიატლონის მსოფლიო ფედერაციის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112863