სხვა

2:48 | 22.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიამ ტრეკზე გუნდურ სპრინტში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო

ოლიმპიურმა ჩემპიონებმა გუნდურ სპრინტში, ჰოლანდიელმა ველომრბოლებმა, საფრანგეთში მიმდინარე სატრეკო ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, მასპინძელი საფრანგეთი დაამარცხეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ჯეფრი ჰოოგლანდმა, ჰარი ლავრეისენმა და როი ვან დერ ბერგმა, სტარტიდანვე ხელთ იგდეს ლიდერობა და ფინიშამდე შეინარჩუნეს. საფრანგეთმა ტოკიოში მოპოვებულ ბრინჯაოს მედალს, მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი დაუმატა. ბრინჯაოს მედლებს გერმანელები დაეუფლნენ.

ქალთა გუნდურ სპრინტში ოქროს მედლებს გერმანიის გუნდი (ფრანცისკა ბრაუზე, ლიზა ბრენაუერი, მიეკე კრიოგერი და ლაურა სუესემილხი) დაეუფლა, რომელმაც ფინალში დისტანცია 46.064 წამში გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვერცხლის მედალი რუსეთის ველოსპორტის ფედერაციის გუნდმა მოიპოვა, ბრინჯაო კი ბრიტანეთმა აიღო.

მამაკაცთა შორის გამოდევნებითი რბოლის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საუკეთესო დრო ოლიმპიურ ჩემპიონ იტალიას ჰქონდა, რომელმაც ბრიტანეთი დაამარცხა და ფინალში გავიდა. მეორე ფინალისტი საფრანგეთი გახდა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონ დანიას მოუგო. ფინალში კი მასპინძლები ისევ დამარცხდნენ. იტალიელებმა - ფილიპო განამ, ლაიამ ბერტაცომ, სიმონე კონსონიმ და ჯონათან მილანმა, რუბეს მსოფლიო ჩემპიონტზეც ოქროს მედლები მოიპოვეს. ბრინჯაოს ბრიტანეთი დაეუფლა.

ქალთა სკრეჩის რბოლაში, იტალიელმა ევროპის ჩემპიონმა, მარტინა ფიდანცამ ოქროს მედალი მოიპოვა. მან თავიდანვე ჩამოიტოვა დანარჩენები და ბოლომდე წინ არავინ გაუშვია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110471