ფეხბურთი

17:54 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "დარწმუნებული ვარ, "ელ კლასიკოში" გავიმარჯვებთ"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ „რეალთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„მართალი გითხრათ, კარგი განცდა მაქვს. ორი თამაში მოვიგეთ, ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ, აგუერო და ანსუ ფატი დაბრუნდნენ. კიდევ ერთი პლუსია, რომ ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, თამაშის დროს შესანიშნავი შოუ იქნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩი 24 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.

0.110286