ფეხბურთი

15:19 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფატი: „ბარსელონაში“ ყოფნით უბედნიერესი ვარ“

„ბარსელონას“ ჭაბუკმა თავდამსხმელმა, ანსუ ფატიმ, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„უბედნიერესი ვარ, რომ კლუბში მუშაობას გავაგრძელებ. „ბარსელონა“ ძალიან მიყვარს და მადლობელი ვარ, კარიერის აქ გაგრძელების საშუალება რომ მომცეს.

ახლა გულმოდგინედ მუშაობა მმათებს, რათა ძველებური ფორმა დავიბრუნო და გულშემატკივარი კვლავ გავახარო. ჩვენ ისევ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.“ - ციტირებს ფატის სიტყვებს Sport.es.

18 წლის ფატის „ბარსელონასთან“ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურებოდა, თუმცა ოთხშაბათს მან ხელშეკრულება 2027 წლამდე გააგრძელა.

0.128953