თამაშგარე

12:52 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ბასილაშვილს გერმანელი გულისსწორი ამხნევებს

ყველა დროის საუკეთესო ქართველმა მეჩოგნემ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა როგორც იცით ცოტა ხნის წინ “ინდიან უელსის“ მასტერსის ფინალი წააგო და ამით ძალიან დასწყვიტა გული მის ქომაგებს. თუმცა, ნიკას გერმანელი გულისწორი, შარლოტა ჰელენი ამ მარცხს არ უშინდება და შეყვარებულს სოციალური ქსელის საშუალებით დითირამბებებს უძღვნის.

შარლოტა ნიკას ამხნევებს და ეუბნება, რომ ამაყობს მისი შემართებითა და გაუტეხელი ხასიათით. ამას გარდა, შარლოტა საუბრობს ბასილაშვილის პოზიტიურ ბუნებაზე და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად მართლაც რომ გულსატკენი მარცხისა, ნიკა ესეთი ვინმეა, საბოლოო ჯამში ეს მის განწყობაზე უარყოფითად მაინც არ აისახება.

მიუხედავად მარცხით მიყენებული გულისტკენისა, ქართველი ქომაგებისთვის სასიხარულოა, რომ შარლოტა ჰელენის აღნიშნულ პოსტს მთელი მსოფლიოს ცნობილი სპორტული და არასპორტული სააგენტოები აზიარებენ. ეს ნათლად აჩვენებს თუ რაოდენი ინტერესია ქართველი ჩოგბურთელის როგორც სპორტული, ასევე პირადი ცხოვრების მიმართ.

0.115246