ფეხბურთი

19:19 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

უმტიტი: "ბარსელონა" მიყვარს, ჩემი თავი სხვა კლუბში ვერ წარმომიდგენია"

კატალონიის „ბარსელონას“ მცველ სამუელ უმტიტის „კამპ ნოუზე“ დარჩენა სურს. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „ბარსა“ უყვარს და სხვა გუნდში თამაში ვერ წარმოუდგენია.

„ნამდვილად მინდა თამაში. „ბარსელონას“ დატოვება? სხვა კლუბში ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია, ეს შეუძლებელია. ახლა ჩემთვის ყველაფერი აშკარაა - მინდა დავამტკიცო, რომ ჩემი დონე საშუალებას მაძლევს „ბარსაში“ ვითამაშო, ჩემთვის აქ თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია. მიყვარს კლუბი, მინდა აქ წარმატებული ვიყო და გუნდთან ერთად გავიმარჯვო. ჩემს მომენტს დაველოდები, რომ ვითამაშო“, - თქვა უმტიტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მცველმა პრესეზონის ამხანაგურ მატჩში „იუვენტუსთან“ 29 წუთი ითამაშა და იმის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. შესაბამისად, მიმდინარე სეზონში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

0.114506