ფეხბურთი

10:52 | 19.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას პრეზიდენტმა მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების უპირატესობაზე ისაუბრა

ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, ჟურნალისტებს მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვის უპირატესობაზე ესაუბრა.

„მსოფლიო ჩემპიონატების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეა ჩინებულია. ის ძალიან მაღალი დონის შეჯიბრებაა და სიხშირე ფეხბურთელებს მეტ იმედს და შესაძლებლობებს, მსოფლიოს კი მეტი სენსაციების ხილვის შანსს მისცემს. როცა ტურნირის ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს, მაშინ 40 მონაწილე იყო, ახლა კი - 211-ია.

საუბარია, ვთქვათ, ტურნირის ერთდროულად ხუთ ქვეყანაში გამართვაზე. წარმოიდგინეთ, ამ შემთხვევაში, 20 წელიწადში მუნდიალს შეიძლება 100-მდე ქვეყანამ უმასპინძლოს.“ - ციტირებს იტალიელი ჩინოვნიკის სიტყვებს ESPN.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114961