ინგლისის პრემიერლიგაში „ნიუკასლისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა. მიზეზი ტრიბუნაზე გულშემატკივრის გულის გაჩერება გახლდათ.
41-ე წუთზე ტრიბუნიდან ქომაგებმა სერხიო რეგილონს ინციდენტის შესახებ აცნობეს, ხოლო ესპანელმა მთავარ მსაჯ ანდრეს მარინერს უამბო მომხდარი, რის შედეგადაც მსაჯმა თამაში შეაჩერა და ფეხბურთელები გასახდელში შევიდნენ.
ტრიბუნაზე კი მასპინძელთა ექიმი დეფიბრილატორით გაეშურა. თამაში მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა. "კაჭკაჭების" ვებგვერდმა დაშავებულის შესახებ ინფორმაციაც გაავრცელა: "გულშემატკივრის მდგომარეობა, რომელსაც სასწრაფო დახმარება დასჭირდა, სტაბილურია. ის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ჩვენი ფიქრები მას უკავშირდება", - წერია "ნიუკასლის" ტვიტერში.
მატჩის შეჩერების მიზეზი კი იმას უკავშირდება, რომ სტადიონზე მაქსიმალური სიჩუმე და სიმშვიდე უნდა ყოფილიყო, რომ დაზარალებულ ადამიანს სამედიცინო შტაბი დახმარებოდა.