სხვა

21:40 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეკინი-2022-ის წინ 5 ათასზე მეტი სპორტსმენი დოპინგზე შემოწმდება

დოპინგ-ტესტირების საერთაშორისო სააგენტო (ITA) 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ანტისადოპინგო პროგრამის რეალიზებას შეუდგა. პროგრამის თანახმად, შეჯიბრებების წინ ტესტირებას დაახლოებით 5400 სპორტსმენი გაივლის.

ათლეტთა სიები, რომლებსაც ტესტის გავლა მოუწევთ, შედგა საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებთან და ეროვნულ ანტისადოპინგო სააგენტოებთან თანამშრომლობით.

ასევე ირკვევა, რომ 2018 წლის თამაშებთან შედარებით შესამოწმებელ პოტენციურ კანდიდატთა რიცხვი გაიზარდა - პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ ტესტირება დაახლოებით 3500-მა ოლიმპიელმა გაიარა.

IOC-ის ოფიციალური წარმომადგენლის, მარკ ადამსის თქმით, ტოკიოს თამაშების წინ ITA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური წინასაოლიმპიადო ტესტირების პროგრამა განახორციელა.

GBF.GE

0.159038