ფეხბურთი

12:25 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიის“ მცველი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გადავიდეს

„ვალენსიის“ მცველი, ხოსე გაია, შესაძლოა, „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს - გვამცნობს Mundo Deportivo.

წყაროს ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელით კატალონიური კლუბი დაინტერესებულა და თუ 26 წლის უკანახაზელი „ვალენსიასთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, დაბალ ფასში შეიძენს მას. ხელშეკრულებას კი ყავლი 2023 წლის ივნისში გასდის.

გაია „ვალენსიის“ აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან პრიმერას 4 მატჩში ითამაშა და ერთი საგოლე პასი შესარულა. პორტალი Transfermarkt.com მას 35 მილიონ ევროდ აფასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10917