გერმანიის ნაკრების შემდეგ დანია გახდა მეორე გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. კასპერ ჰიულმანდის შეგირდებმა შესარჩევი ეტაპი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარეს.
დანიამ მერვე ტურში იაკომ მაეჰლეს გოლით ავსტრიას 1:0 მოუგო და ორი ტურით ადრე გაინაღდა მუნდიალის საგზური. დანიამ 8 მატჩი ჩაატარა ამ დრომდე ჯგუფში, რვავე მოიგო, 27 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვია - ფანტასტიკური შედეგია.
ამრიგად, დანიის ნაკრებს ყატარში ვიხილავთ და უკვე ვიცით 32-დან 3 მონაწილე: მასპინძელი ყატარი, გერმანია და დანია.