სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

22:47 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დინო ძოფი: „აძურა“ ენთუზიაზმს მატებს ჩვენს ჩემპიონატს“
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, დინო ძოფი, 79 წლისაა, თუმცა დღესაც აქტიურადაა ჩართული საფეხბურთო ამბებში და მისი სიტყვა კვლავაც დაფასებულია. ის ხომ მწვრთნელიც იყო, მენეჯერიც და კლუბის („ლაციო“) პრეზიდენტიც.

ცხოვრება ისე წარიმართა, რომ დინოს ყველაფერი გვიან უსრულდებოდა. მის ხანგრძლივ კარიერას შეიძლება დავარქვათ - არსად მეჩქარება!

ჯერ იყო და, თანატოლებთან შედარებით ძალიან დაბალი გახლდათ და მერე უცებ გაიზარდა. იტალიის ნაკრებში პირველად 26 წლისამ ითამაშა და მაშინვე (1968 წელს) ევროპის ჩემპიონი გახდა.

„იუვენტუსში“ 30 წლის გადავიდა და ამის შემდეგ დაიწყო საკლუბო ტიტულების მოგება. 1982 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი 40 წლისა და 133 დღის გახდა, რამაც ის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახადა, ვისაც კი ოდესმე მუნდიალზე გაუმარჯვია.

ერთადერთი იტალიელი ფეხბურთელია, რომელსაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები მოუგია.

რამდენიმე დღის წინათ „პაპა დინოს“ (ასე ეძახდნენ თანაგუნდელები) ესპანური El Pais-ის ჟურნალისტი ესაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუს მცირე შემოკლებით.

- როგორია ფეხბურთის ლეგენდის ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემს ასაკში სიწყნარე ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა, ყველაფერი მარტივადაა. ვფლობ კლუბს. დილაობით იქ ცოტ-ცოტას ვვარჯიშობ. შემდეგ გაზეთებს ვკითხულობ და სახლის საქმეებს ვაგვარებ. ვცდილობ მთელი დღის განმავლობაში აქტიური ვიყო.

- ბავშვობაში თანატოლებზე დაბალი იყავით და ამბობენ, ბებია, ადელაიდა, ყოველ დღე რვა უმ კვერცხს გაჭმევდათ სიმაღლეში მოსამატებლად. ხოლო 14 წლისამ უცებ 20 სანტიმეტრი მოიმატეთ.

- დიახ, კვერცხების ამბავი მართალია, თუმცა ამდენი არ ყოფილა. ეს ბებიას საიდუმლო იყო.

- პაკო ხენტომ (მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, ახლა 87 წლისაა) ერთხელ თქვა, რომ დღემდე ესიზმრება, თითქოს ისევ ფეხბურთელია. თქვენ მოგსვლიათ ასეთი რამ?

- ყოფილა, მაგრამ მირჩევნია აღარ გამეორდეს, რადგან ამ დროს რთული თამაშები, ეპიზოდები გესიზმრება, რაც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

- ასეთი ხანგრძლივი კარიერის შემდეგ, ძველი ვნებათაღელვა, გულშემატკივრები არ გენატრებათ?

- არ მენატრება რადგან დაახლოებთ იგივე განცდები ახლაც მაქვს. ვესწრები თამაშებს, ხშირად ვურთიერთობ გულშემატკივრებთან და ჟურნალისტებთან. ანუ ნაცნობ სფეროს არ მოვშორებულვარ. ეგ არის, ახლა ურთიერთობა ნაკლებპროფესიონალურია.

- იტალიური ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა. ნაკრებმა ევრო მოიგო, მიმდინარე სერია A-შიც უფრო მეტი გოლები გადის, სხვა ტოპ ჩემპიონატებთან შედარებით.

- ნაკრებმა მართალც მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ყოველივეს. თაობაც კარგი წამოვიდა. ფეხბურთში ვარსკვლავების გარეშე დიდ ტურნირებზე ვერ გაიმარჯვებ. ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. ასე იყო გერმანიის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემთხვევებში. როცა ერთ ტურნირს იგებ, შანსი გაქვს მომდევნოშიც გაიმარჯვო.

ადვილი არ არის, მაგრამ, მგონია, ამ იტალიას აქვს შანსი. ხომ გახსოვთ, ესპანეთმა სამი დიდი ტურნირი მოიგო ზედიზედ.

- ეს იტალია უტევს, ბურთს ითხოვს...

- მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ამბობენ, იტალიელები დაცვით ფეხბურთს თამაშობენო. როცა 82-ში მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ, მაშინაც ასე ლაპარაკობდნენ. მაგრამ ამაზე მეცინება. რატომ დაცვითი გუნდი? მაშინ ყველა ასპექტში დაბალანსებული, სანახაობრივი გუნდი გვყავდა.

2006 წლის მუნდიალის მომგებ „აძურას“ კი სხვა ღირსებები ჰქინდა. დალაგებული ფეხბურთის გარდა, შესანიშნავად ასრულებდა საჯარიმოებს და კუთხურებს.

ისტორია ისეთი რამაა, ყველას შეუძლია თავისებურად მოყვეს.

ახლანდელ გუნდს კი ის გამოარჩევს, რომ ძალიან მებრძოლი სული აქვთ. სიტუაციის სათავისოდ შემობრუნება ძალუძთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

- ეს ნაკრები იტალიური ფეხბურთის ახალი საიმიჯო სახეა?

- სანაკრებო ფეხბურთი განსხვავდება საკლუბოსგან. მაგალითისთვის ინგლისის ეროვნულ გუნდს მოვიყვან, რომელმაც გასული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა და ჩვენთან დამარცხდა. ფართო საფეხბურთო თვალსაზრისით, ეს გუნდი არასოდეს ყოფილა მოწინავეთა შორის, თუმცა ყოველთვის ჰყავდა მსოფლიო დონის ფეხბურთელები. საკლუბო ფეხბურთი კი გაცილებით წარმატებული აქვთ.

ცხადია „აძურა“ ენთუზიაზმს მატებს ჩვენს ჩემპიონატს. ახლა ბევრს საუბრობენ, იტალიელებმა სტილი შეცვალესო. ეს მართალია. არიან მწვრთნელები, რომლებიც სტილზე აქცენტირებენ. მაგრამ ვინ როგორ ერგება ამ სტილს, ეს კიდევ სხვა საქმეა. შემსრულებლებს გააჩნია.

„ბურთის დაჭერაზე“ გადავიდნენო. სულ სხვა იყო, როცა ოდინდელი „ბარსელონას“ ვარსკვლავები: მესი, ინიესტა და ჩავი „იჭერდნენ ბურთს“ და განსხვავებულია როცა სხვები „იჭერენ.“

- ტიკი ტაკა მოგწონთ?

- სისტემურად არა. არ მიყვარს გადაჭარბებები. არც დაცვითი და არც შეტევითი. ნახევარდაცვაში დიდ ხანს ბურთის გორებაც არ მომწონს. გადაჭარბება მგონია ვიდეოარბიტრიც (VAR). ფეხბურთი ბილიარდი არ არის. ეს მექანიზმი მაღიზიანებს. როგორ შეიძლება მანქანამ გამოიცნოს როგორი ინტენსივობით შეეხო ერთი ფეხბურთელი მეორეს.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.108694
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X