ფეხბურთი

17:30 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე: "ბათუმში გულშემატკივრებით პირველად ვითამაშებთ და ძალიან მოტივირებულები ვართ"

საქართველოს ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ საბერძნეთთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მოტივირებულები არიან და ბათუმში მაყურებლების წინაშე პირველად თამაშიც მნიშვნელოვანი ფაქტია.

„ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, კლუბში ბოლო ტურში გოლის გატანა შეიძლება დამეხმაროს და უფრო მეტი თავდაჯერება მომცეს. ყველას გვესმის, რომ ბოლო მატჩებით ძალიან უკმაყოფილო იყო ყველა, ვიცით, რომ მეტი არის საჭირო და ჩვენც მეტი გვინდა. ბევრი პრობლემა გვქონდა წინა თვეში, თუნდაც ტრავმების მხრივ. ახლაც გვაკლია ფეხბურთელები, მაგრამ იმ რაოდენობით არა. ბათუმში გულშემატკივრების თანდასწრებით პირველად ვითამაშებთ და ძალიან მოტივირებულები ვართ. გვინდა, გამოვასწოროთ ის მატჩები, რომელიც ბოლოს ვითამაშეთ“, - თქვა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთი ქულა მოიპოვა, სწორედ საბერძნეთის ნაკრებთან (1:1) სალონიკიში. აღნიშნული ნაკრებების შეხვედრა 9 ოქტომბერს, ბათუმში, 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.112919