ფეხბურთი

15:12 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ლორენცო პელეგრინისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიურმა „რომამ“ გუნდის კაპიტან ლორენცო პელეგრინისთან ახალ კონტრაქტი გააფორმა. როგორც "ჯალოროსის" ვებგვერდი იტყობინება, 25 წლის ცენტრალურ ნახევარმცველთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე განაახლა.

პელეგრინი ანაზღაურება სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება. ტამი აბრაჰამის შემდეგ ის გახდება „რომას“ რიგით მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე.

ლორენცო პელეგრინი „რომას“ აკადემიის აღზრდილია, მაგრამ 2015-2017 წლებში „სასუოლოში“ ითამაშა, სადაც 54 თამაშში 11 გოლი გაიტანა. ლორენცო „რომაში“ 2017 წელს დაბრუნდა და 160 შეხვედრაში თავის 26-ჯერ გამოჩენა მოასწრო, მათ შორის მიმდინარე სეზონში 9 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

პელეგრინი იტალიის ნაკრების ნახევარდაცვის მნიშვნელოვანი ფიგურაცაა და 18 თამაშში 2 გოლი აქვს გატანილი, თუმცა, ევრო 2020-ის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე სანაკრებო შეკრებაზე ტრავმა მიიღო, ფინალურ ეტაპზე ვერ გაემგზავრა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს ამის გამო არ ფლობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11194